среда, 18 ноября 2015 г.

დღე მე-9-ე

დღეს წარვადგინეთ ჩვენი პორთფოლიო. ის რასაც ვაკეთებდით მთელი ამ მოდულის განმავლობაში. გავაკეთეთ პრეზენტაციები. ტრენერმა მოგვცა შესაბამისი შეფასება. ყველას ნაშრომი შეფასდა დადებითად და ჩვენც კმაყოფილები დავრჩით პრეზენტაციების მოსმენით.
მთელი ამ მოდულის განმავლობაში შევისწავლეთ ბევრი ახალი ტექნოლოგიები,ის რაც არ ვიცოდით. ტრენერი ძალზე გასაგებად გვაწვდიდა ინფორმაციებს ჩვენთვის საჭირო საკითხებზე. შევისწავლეთ სლაიდების შედგენა,საქაღალდეს შედგენა. გავეცანით ბლუმისა და გარდნერის მატრიცას. შეფასების რუბრიკებს და ა. შ. ბევრი რამ ჩვენთვის იყო ახალი და საჭირო. მიღებული ცოდნა დაგვეხმარება გაკვეთილების უკეთ დაგეგმაში. მადლობა ჩვენს ტრენერს.

Комментариев нет:

Отправить комментарий