среда, 18 ноября 2015 г.

დღე მე-9-ე

დღეს წარვადგინეთ ჩვენი პორთფოლიო. ის რასაც ვაკეთებდით მთელი ამ მოდულის განმავლობაში. გავაკეთეთ პრეზენტაციები. ტრენერმა მოგვცა შესაბამისი შეფასება. ყველას ნაშრომი შეფასდა დადებითად და ჩვენც კმაყოფილები დავრჩით პრეზენტაციების მოსმენით.
მთელი ამ მოდულის განმავლობაში შევისწავლეთ ბევრი ახალი ტექნოლოგიები,ის რაც არ ვიცოდით. ტრენერი ძალზე გასაგებად გვაწვდიდა ინფორმაციებს ჩვენთვის საჭირო საკითხებზე. შევისწავლეთ სლაიდების შედგენა,საქაღალდეს შედგენა. გავეცანით ბლუმისა და გარდნერის მატრიცას. შეფასების რუბრიკებს და ა. შ. ბევრი რამ ჩვენთვის იყო ახალი და საჭირო. მიღებული ცოდნა დაგვეხმარება გაკვეთილების უკეთ დაგეგმაში. მადლობა ჩვენს ტრენერს.

воскресенье, 15 ноября 2015 г.

დღე მე-8-ე

გავეცანით მე-7-ე მოდულს. ტრენერმა გასაგებად აგვიხსნა ფასილიტაციის ნიმუშის გამოყენება. გავეცანით აუდიო-ვიდეო მასალიების შექმნას. შევისწავლეთ ჩვენი სლაიდების გადატანა ჩვენს ბლოგზე.

суббота, 14 ноября 2015 г.

დღე მე-7-ე

დღეს გავეცანი მეხუთე მოდულს.განვიხილეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავეცანით, ერთმანეთის დავალებებს. გავაანალიზეთ ჩვენი დავალებები.ტრენერი ინდივიდუალურად შეეცადა აეხსნა თმის  ირგვლივ გაუგებარი საკითხები. გავეცანით ბლუმისა და ვერნერის სქემებს. მივიღეთ დავალებები.

დღე 7

მოვისმინე დავალებები.გავერკვიე რა ლაფსუსები გვქონდა და რატომ დავუშვით შეცდომები.უფრო ღრმად  გავიაზრეთშეფასების რუბრიკის შექმნის მოთხოვნები. გავიხსენე ბლუმის და გარდნერის თეორიები.უფრო ღრმად გავიაზრე ,როგორ მივუსადაგო ამ .თეორიების დებულიბები კონკრეტული მოსწავლეების შესაძლებლობებს და   აზროვნების დონეს

воскресенье, 8 ноября 2015 г.

დღე 6

დღეს შევისწავლე სლაიდების შედგენა. გავეცანი რუბრიკების ბიბლიოთეკას.ვნახე თემასთან დაკავშირებული მაგალითები, რომლებიც უნდა გადავიტანოთ ჩვენს პროექტთან მიმართებაში.ვისწავლე სურათების ჩასმა, დიზაინი და ფერები.

суббота, 7 ноября 2015 г.

დღე-5

დღევანდელი დღე წარმატებულად ჩაიარა. შევისწავლე  კავშირი მიზანსა და სტანდარტს შორის.გავეცანი საკვანძო კითხვებს,შევისწავლე ონლაინკოლაბორაცია.გავეცანი თუ როგორ უნდა დავიცვათ ისტ-ის კანონმდებლობა,საავტორო უფლებები.

воскресенье, 1 ноября 2015 г.

დღე-4

დღე შინაარსობრივად დატვირთული იყო.ჩემთვის გასაგები გახდა სტანდარტისა და ინდიკატორის გამოყენება პროექტთან მიმართებაში.გავითვალისწინე კოლეგების წინადადებები. გავეცანი გაწელილ შეფასებაზე მუშაობას.